რეფლექსია
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში დაიწყო 2018 წლის 26 მაისიდან და დასრულდა 21 ივნისს.რომელიც ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარ
ების ეროვნული ცენტრის მიერ.
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები,განრიგი,საორგანიზაციო საკითხები.ისაუბრა ისტ-ის როლსა და მიზნებზე სასწავლო პროცესში, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე;მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ; ჩაგვიტარა ლექცია power point პრეზენტაციის გამოყენებით,გაგვაცნო კურსის სილაბუსი.გავეცანით გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს:დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა,შეფასება.გავეცანით გაკვეთილის სამფაზიან მოდელს,გაკვეთილის დაგეგმვასა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს,აუდიო და ვიდეო მასალების მოძიებას და ჩამოტვირთვას სასწავლო რესურსების შექმნას, გაკვეთილის შეფასების ძირითად პრინციპებს და მეთოდებს.შევქმენით პირადი ელექტრონული ბლოგი.სემესტრული ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით,ბლოგზე დარეგისტრირება.გავეცანი სასწავლო პროექტს და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას ისტ-ის გამოყენებით. ვისწავლეთ მასწავლებლის თვითშეფასების ფორმები და ისტ- ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება,მასწავლებლის პორტფოლიო, Google სერვისები: ბლოგი,ფორუმი,საიტი.ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობაში.ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას გკვეთილისა და სასწავლო პროექტების დაგეგმვაში. შევზლებ მასწავლებლის პორთფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით.შევქმნი პერსონალურ პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას, სასწავლო პროექტს,პრეზენტაციებს, ცხრილს, რუბრიკებს, რესურსებს , ხშირად გამოვიყენებ სწავლა-სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით, ცნების რუკებს,ვენის დიაგრამებს, T სქემას. ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს და ადვილად აღსაქმელს, სწავლება არ იქნება ერთფეროვანიდა მოსაწყენი. მოსწავლეებს გაუადვილდებათ მასალის გააზრება. დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნულ ცენტრს და ქალბატონ ნათია ცინცაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.
No comments:
Post a Comment